ინგლისი 2024 წელს რთული ამინდის პირობების წინაშე დგას და, ისევე როგორც ევროპის მრავალი ღვინის რეგიონი, მოსავლის მნიშვნელოვან შემცირებას ელის მოსავლის აღებისას. ამის შესახებ Decanter–ი ბრიტანული სავაჭრო ასოციაციის Wine GB-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლა ბეიტსზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, წლევანდელი მოსავლის სრული ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება.

არაოფიციალურად, ბევრი ინგლისელი მეღვინე ელოდება, რომ წლევანდელი მოსავალი საშუალოსთან შედარებით 20-დან 70%-მდე შემცირდება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინგლისში რთველი ამ კვირაში დაიწყო, მაგრამ მეღვინეები უკვე საუბრობენ მოსავლის მაჩვენებლების შემცირებაზე.

rbc