საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე არ დაასახელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი, ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, რადგან აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. როგორც მათგან მოვისმინე, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების შემდეგ იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის შემდეგ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

1tv.ge