ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტთან კარვების გაშლას და ღამის გათენებას გეგმავენ. ისინი თბილისში შიმშილობას ჯერ არ იწყებენ, ელოდებიან გამოხმაურებას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ. აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.
აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები ხვალ პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.