წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა. გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი. 

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი - ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  •  ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)
  • ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)
  • გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
  • ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)
  • გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)
  • ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
  • ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)
  • ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)
  • ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)
  • გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  •  ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
  • გუგა მგელაძე, „განგაშის პოეზია“ (ინტელექტი)
  • საბა მეტრეველი, „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“ (პეგასი)

 წლის საუკეთესო პიესა:

  •  თამარ ბართაია, „შავ-თეთრი“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)
  • ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
  • ეკატერინე ტოგონიძე, „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
  • ბესო ხვედელიძე, “მარი ხუანით” (აგორა)
  • ბასა ჯანიკაშვილი, „ვთამაშობთ „გამზრდელს““ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  •  გიორგი აბდუშელიშვილი, „სხვა ავღანური დღიური“ (ინტელექტი)
  • ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
  • თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
  • რატი მუჯირი, „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  •  ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
  • ნინო თარხნიშვილი, „სიცოცხლის დაზღვევა“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  •  ირმა ბერიძე, „კაცმა დარეკა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • ქეთი გზირიშვილი, „ახსნა“ (კალმოსანი)
  • თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
  • ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
  • ნატო ინგოროყვა, „ისმის ჩემი ხმა?“ (ინტელექტი)
  • ზაზა კოშკაძე, „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ (ინტელექტი)
  • ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი)
  • სოსო მეშველიანი, „მწერი ქარვაში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)

წლის საუკეთესო რომანი:

  •  ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • რატი რატიანი, „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
  • ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
  • თამარ ფოლადაშვილი, „ძვლების წიგნი“ (ინტელექტი)
  • თამრი ფხაკაძე, „ჩვენ, თურმელები“ (პალიტრა L)
  • ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)