ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დასრულებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სეზონის დაწყებამდე ქართველ გულშემატკივარს მოწყენის საშუალება იქნება, რადგან წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეიძლება ყველაზე გამორჩეულიც კი იყოს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებულმა სანაკრებო ფორუმმა ახალი კლუბების კარი "ჯვაროსნების" ბევრ წევრს უნდა გაუხსნას და ამ მხრივ მომდევნო კვირებში სასიხარულო სიახლეებს ველით.

ხოლო იქამდე, სანამ ქართველი ფეხბურთელები ახალ ნავსაყუდლებს მოძებნიდნენ ან გაუმჯობესებულ კონტრაქტებს მიიღებდნენ, გავიხსენოთ, თუ როგორია მათი წლიური ანაზღაურება მათ ამჟამინდელ გუნდებში. ვინაიდან ინტერნეტსივრცეში ეს ინფორმაცია ნაკრების ბევრ წევრზე ნამდვილად არ იძებნება, შედარებით მწირ მონაცემებს შემოგთავაზებთ:

1. ხვიჩა კვარაცხელია - 1.920.000 ევრო წელიწადში (ბონუსების ჩათვლით)

2. გიორგი მამარდაშვილი - 1.500.000 ევრო წელიწადში

3. გიორგი მიქაუტაძე - 1.040.000 ევრო წელიწადში

4. გიორგი ჩაკვეტაძე - 520.000.000 ფუნტი სტერლინგი (613 ათასი ევრო) წელიწადში

5. ბუდუ ზივზივაძე - 430.000 ევრო წელიწადში

6. გიორგი ქოჩორაშვილი - 258.000 ევრო წელიწადში

როგორც ხედავთ, კვარა "ჯვაროსანთა" ყველაზე მაღალანაზღაურებად წევრს წარმოადგენს. უდიდესი ალბათობით, მისი ხელფასი ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც სხვა კლუბში გადასვლით ან "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებით იქნება გამოწვეული.

footballnews.ge