კანადელმა მიტჩელ რუდიმ 38 ძაღლი ერთდროულად, 2 კმ-მდე მანძილზე ფეხით გაასეირნა და გინესის რეკორდი მოხსნა. 

რეკორდის დასამყარებლად, რუდი ძაღლებით ცხოველთა თავშესაფარმა უზრუნველყო. რეკორდსმენის თქმით, მისი მიზანი ძაღლების აყვანის ხელშეწყობა იყო.

"ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითაც ეს ძაღლები ჩემპიონები გახდებოდნენ," - განაცხადა მან.

წყარო: რუსთავი 2