სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით, შესაძლებელია სურათის აღდგენა თუ რა მოხდა რაჭაში. ასეთი მასალა დაკვირვებისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა მისი თქმით საქართველოს ამ ფასიან ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს.

"გვჭირდება მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოები ბოლო ერთი თვის! არ გვაქვს! შესაძლებელია ამ სერვისის ყიდვა და მყინვარების მუდმივი მონიტორინგი. რომ გვქონდეს დინამიკაში აღვადგენდით რა მოხდა, ან დავაკვირდებოდით, როგორ მოძრაობდა მყინვარი და ანალიზი შესაძლებელია და წინასწარი შეტყობინების სისტემისთვის ამ მასალის გამოყენება. ლიდარით გადავუფრენდით, რომ გვქონდეს და ეს გადაფრენები ცხად სურათს მოგვცემდა, თუ რა ხდებოდა მყინვარზე! ესაა მონიტორინგის სისტემის ნაწილი!" - წერს სოციალურ ქსელში სეისმოლოგი.

თეა გოდოლაძის თქმით, ამ დროისათვის სპეციალისტები დაბალი ხარისხის, უფასო ფოტოებს ელოდებიან, რომლის შესწავლაც უნდა მოხდეს.  "ლაშა სუხიშვილი ელოდება უფასო, დაბალი გარჩევადობის სატელიტურ იმიჯებს რომ იქნებ რაღაც დათვალოს! რომ ვამბობ აპარატურა და ტექნოლოგიები გვინდა, ლამისაა მასხრად გვიგდებენ!" - წელს თეა გოდოლაძე