სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში გეოლოგიური სამსახური ფუნქციონირებდეს, რომლის თანხმობაც მშენებლობისათვის აუცილებელი იქნება. 

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამშენებლო, კრიმინალური ქმედება ამ ქვეყანაში. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური. გეოლოგის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი პროექტი!" - წერს  Fecebook გვერდზე სეისმოლოგი. 

"გეოლოგებს უნდა ზრდიდეს ქვეყანა. პირიქითაა, აქეთ გვებრძვიან. პროფესიონალ გეოლოგებს ვგულისხმობ, თორემ 300 ლარადაა ყალბი დასკვნები გაცემული სამშენებლო ნებართვებზე."