გეყოთ ვაჟკაცობა .. - ასე მიმართავს პროფესორი "ოცნების" იმ დეპუტატებს, რომელთაც "სტუ" აქვთ დამთავრებული და მოითხოვს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

"მოვუწოდებ პარლამენტარებს, რომელთა შორის არის ის ხალხი, ვინც სტუ დამთავრა, გეყოთ ვაჟკაცობა და არ მისცენ ხმა ამ ყოვლად გაუგონარ და რაღაც უაზრო გადაწყვეტილებას. ეს არის ის ხალხი. ასეთ შედომებს თუ არ გამოასწროებენ, მართლაც დაკარგავს ეს ხელისუფლება ავტორიტეტს", - ამბობს  პროფესორი .

მეცნიერი იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ  ორი უნივერსიტეტის გაერთიანება "ოცნების" განათლების "რეფორმის" გაგრძელებაა.

გაგოშიძე ფიქრობს, რომ ამ რეფორმას ძალიან "სამართლიანად უწოდეს "დეფორმა".

"თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, ეს არის ნაწილი იმ რეფორმისა, როგროც ეძახიან, რაც განზრახული აქვს ხელისუფლებას განათლების სფეროში. ამ რეფორმას ძალიან სამართლიანად "დეფორმა" უწოდეს. განათლება არის ჩვენი მომავლის საფუძველი. საქართველო ინტელექტით მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს და ამის მოსვლა არის დანაშაული ქვეყნსი წინაშე", - ამბობს იულონ გაგოშიძე.

თსუ-ს პროფესორი, ნოდარ ბელქანია საშინელი პრეცედენტს უწოდებს "ოცნების" გადაწყვეტილებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ამით ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტის ისტორია განადგურდება.

"ეს არა მარტო ორ უნივერსიტეტს გაანადგურებს, არამედ მთლიანადაც, იმიტომ რომ არის საშინელი პრეცედენტი. თავის დროზე ტექნიკური ფაკულტეტი ერქვა ამას და 1922 წელს ქართული მეცნიერების კორიფეებმა, უნივერსიტეტის მესვეურებმა - უზნაძემ, ჯავახიშვილმა, ნუცუბიძემ, ბევრმა შექმნეს ეს ფაკულტეტი და 22წლიდან ეს ფაკულტეტი თსუ-ს შიგნით მუშაობდა. 

ახლა სახელი რომ იშლება მთლიანად სრულიად გაუგებარია ამის საფუძველი. როცა გვეუბნებიან, ამას საფუძველი აქვს, ვიკვლიეთო, ეს არის ჰაერში ნასროლის სიტყვა", - ამბობს თსუ-ს პროფესორი ნოდარ ბელქანია. 

ამ წუთებში აკადემიური საზოგადოების წარმოამდგენლები სტუდენტებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ სტუდენტებმაბანერები გადმოფინეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეორე სართულიდან წარწერით - არ დავთმობთ სტუ-ს და მის ისტორიას". 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

tvpirveli.ge