თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, კუპრაძის და მელიქიშვილის  ქუჩების მოსახლეობას. 

  
კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), გეგეჭკორის,  დავითაიას,  სურგულაძის,  ჟორდანიას და თელეთის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.