2023 წლის მაისში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს ლატვიაში გამართულ სამუშაო ვიზიტში. ვიზიტის მთავარ მიზანს წამოადგენდა, მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია მიეღოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ახალი ხორცის ირგვლივ არსებულ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ დაინტერესებულ მხარეთა როლსა და პასახუსმგებლობებზე. სამუშაო ვიზიტი,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით განხორციელდა, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამისა და FAO-ს პროექტის "ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის პროგრამა" (NAITS-ი) მხარდაჭერით.

ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის თანამშრომლები, ხორცპროდუქტების ჯაჭვის მიკვლევადობის სისტემას, მათ შორის: ცხოველთა და პროდუქტის გადაადგილების ელექტრონულად მიკვლევადობის პროცესს, მონაცემთა შეგროვებისა და უვნებლობის კონტროლის მექანიზმებს გაეცნენ.

ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სერვისის ექსპერტებმა, ქართველ კოლეგებს, ასევე გაუზიარეს სფეროში არსებულ როლთა გადანაწილებისა და პასუხისმგებლობების შესახებ გამოცდილება, მათ შორის, ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობის, ცხოველთა დაკვლის შემდგომი, სურსათის უვნებლობის კონტროლის, HACCP-ის დანერგვისა და სასაკლაოების აუდიტის თემებზე.