დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა - დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გორშიც შეძლებენ.

ვაუჩერის ფარგლებში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება მოიცავს:

საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;

გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);

დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);

პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;

ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის რათა ბენეფციარმა შეძლოს მომსახურება მისთვის სასურველ რეგიონში მიიღოს დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

თბილისი:

„ენმედიცი" - წინანდლის ქ.N9

შპს. "დიაკორი"- ლუბლიანას ქ.N5

შპს ჯეო ჰოსპიტალს - თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - წინანდლის N9-3

შპს დიაბეტის ცენტრი მედჯი თბილისი, ქავთარაძის I შესახვევი N8 (1-ლი აპრილიდან)

ქუთაისი:

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - ჯავახიშვილის N2

ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ტ. ტაბიძის 23

ბათუმი:

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი -აბუსერიძის ქუჩა N32

შპს ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკა - აეროპორტის გზატკეცილი N64

გურჯაანი:

შპს ჯეო ჰოსპიტალს - გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - მარჯანიშვილის ქ. N35

მარნეული:

შპს ჯეო ჰოსპიტალს - მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი - რუსთაველის ქ. N112

გორი

შპს მედიქალ ცენტრი გორი - სუხიშვილის ქ. N63