აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა და მათი დაკავება.

„საქართველოში ხალხი მამაცურად დგას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად, რაც ასევე წერია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა და დაკავება მშვიდობიანი დემონსტრანტების, პატივი სცეს შეკრების უფლებას და მოუსმინოს ქართველ ხალხს", - წერს პაუერი X-ზე.