2023 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების თრექერში აქვეყნებს.
2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბა- მის პერიოდთან შედარებით, 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტუ- ლი პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბა- მის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებე- ლია.
2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა.