მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული (მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების/ დონაცია/ სუროგაციის) სერვისების შეზღუდვას ითვალისწინებს, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
საგანგებო პრესკონფერენცია სასტუმრო ბილტმორში გაიმართება. ასოციაციის წევრები ისაუბრებენ რეგულაციის მოსალოდნელ რისკებზე.
ასოციაციის წევრების განცხადებით, დაანონსებული ცვლილება საფრთხის შემცველია როგორც დარგის არსებობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასოციაცია გამოხატავს 19-ზე მეტი ინ ვიტრო კლინიკის ერთსულოვან გადაწყვეტილებას და ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნეს რეგულაციები რომელიც დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებს.