თბილისი ბათუმის პირველი რეისი არ  შესრულდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ლიკა ევგენიძე ავრცელებს. Georgian Wings დღეს 29 ივლისს  თბილისიდან ბათუმში უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა რეისი ჩაიხსნა.

„უპასუხისმგებლოები ხართ! დილის 9-ზე უნდა გავფრენილიყავით ბათუმის მიმართულებით. აფრენის წინ თვითმფრინავი არ დაიქოქა და აღმოჩნდა რომ ტექნიკური ხარვეზი აქვს. შემდეგ გვითხრეს 12-ზე გავფრინდებითო, შემდეგ 2-ზეო, რა თქმა უნდა პრობლემა არ მოგვარდა და ჩვენ ჩამოვედით რეისიდან. p.s ჩაუხსნიათ რეისი. მთელი დღე დაგვაკარგვინეს.“ - წერს ლიკა ევგენიძე.

დღეს „კომერსანტი“ Gerogian wings დაუკავშირდა,  სადაც  განგვიცხადეს, რომ ფრენა 14:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა აღნიშნული რეისი არ შესრულდა. 

„გადადებაა ავიარეისის და ფრენა დაახლოებით 2 საათისთვის შესრულდება, მგზავრები  ინფორმირებული არიან, ავიაკომპანია ამასთან დაკავშირებთ  გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს, როგორც კი ხომალდი გაფრინდება. მგზავრები სტანდარტულად  არიან საკვებით და სასმლით უზრუნველყოფილი და ა.შ. “ - აცხადებდნენ კომპანიაში.