Georgian Wings-ის თბილისი ბათუმის პირველი რეისი განრიგის მიხედვით  ვერ შესრულდა, როგორც „კომერსანტს“ „კომპანიაში“ განუცხადეს ავიარეისი გადაიდო და  ფრენა 2 საათისთვის შესრულდება. ფრენის გადადების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ.

„გადადებაა ავიარეისის და ფრენა დაახლოებით 2 საათისთვის შესრულდება, მგზავრები  ინფორმირებული არიან, ავიაკომპანია ამასთან დაკავშირებთ  გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს, როგორც კი ხომალდი გაფრინდება. მგზავრები სტანდარტულად  არიან საკვებით და სასმლით უზრუნველყოფილი და ა.შ. “ - აცხადებენ კომპანიაში.