B ჰეპატიტის ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 1,32 მლნ ლარია. ამას „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როლებიც 2024 წლის 3 აპრილს იქნა მიღებული.
პროგრამის თანახმად, B ჰეპატიტის მართვაზე 1,320 მლნ. ლარია გამოყოფილი. ბენეფიციართა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის 920 ათასი ლარია გათვალისწინებული, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, ტესტებისა და სახარჯი მასალის შესყიდვაზე კი - 400 მილიონი. ჯამში ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს.
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პრევენციას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სკრინინგული კვლევა HBsAg-ზე. ეს კომპონენტი ეხება პირებს, რომლებიც მანამდე არ ყოფილან დიაგნოსტირებულები B ჰეპატიტზე. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ უტარდებათ ანტისხეულებზე კვლევა და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ექვემდებარებიან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით.
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირებს, რომლებსაც დიაგნოზი დადასტურებული აქვთ მინიმუმ 6 თვის წინ, პირველ ეტაპზე ეკუთვნით შემდეგი სერვისები:
ექიმის კონსულტაცია;
ღვიძლის გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
გამოკვლევების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება დამატებითი გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარების საჭიროება, რომელიც ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
ანტივირუსული მედიკამენტები 2024 წლის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: jandacva.ge