„ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერის ლუკა ბოლქვაძის განცხადებით, კლინიკის პაციენტების 30% (არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოზრდილებიც) საქართველოდანაა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკა პაციენტებს 60 ქვეყნიდან იღებს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია.

აღსანიშნავია, რომ „ანადოლუს სამედიცინო ცენტრს“ პრესტიჟული Planetree Gold აკრედიტაცია მეორედ მიენიჭა, რაც, როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტებზე ორიენტირებული ზრუნვისა და საერთო სრულყოფილებისკენ სწრაფვის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.

„მთელი თურქეთის მასშტაბით, ანადოლუს სამედიცინო ცენტრი პირველი საავადმყოფოა, რომელმაც მეორედ მოიმოვა მოცემული აკრედიტაცია. Planetree Gold აკრედიტაცია ურყევი დასტურია ჩვენი თავდადებისა და ერთგულებისა პაციენტების ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ღია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მუდმივი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებით ჩვენ გავაუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი და გავაძლიერეთ კავშირი ჯანდაცვის საზოგადოებასთან.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პაციენტს და მათ ოჯახებს ჩვენდამი არსებული ნდობისათვის. თქვენმა წარმატების ისტორიებმა შთაგვაგონეს რომ შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება, რის შედეგადაც შევძელით მეტად პაციენტებზე ორიენტირებული სერვისების ჩამოყალიბება.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ჩვენს გამორჩეულს გუნდს, ჩვენს არაჩვეულებრივ პაციენტებსა და მთელს საზოგადოებას წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერისათვის. თქვენს გარეშე ჩვენ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით,“- ნათქვამია „ანადოლუ სამედიცინო ცენტრი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

jandacva.ge