Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, გასულ წელს თბილისში 42 267 ბინა გაიყიდა (წლიურად 3%-ით მეტი).
2025 წელს ბაზრის ზომა დედაქალაქში 15%-ით გაიზარდა, 3.3 მილიარდ დოლარამდე. პირველადი ბაზრის ტრანზაქციები აქტივობის საერთო ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო.
მიმოხილვის თანახმად, დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი როგორც მიწოდებაში, ასევე მოთხოვნაში 61%-იან წილს იკავებდნენ.
კვლევის თანახმად, ფასები კვლავ იზრდებოდა ყველა პროექტისა და რაიონის კატეგორიაში, ზრდის მნიშვნელოვანი შენელების გარეშე 2024 წელთან შედარებით. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,484 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,244.
„უცხოელი მყიდველები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ ახალ პროექტებს, მათი შესყიდვების 86% ახალ პროექტებზეა რეგისტრირებული. ამის საპირისპიროდ, ძველ პროექტებში უცხოელი მყიდველების წილი ბოლო წლებში ძირითადად სტაბილური დარჩა“,- წერია კვლევაში.