Walt Disney Co.-მ შესაძლოა ათასობით სამუშაო ადგილი შეამციროს ხარჯების მკვეთრად შემცირების მიზნით, – ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ზოგიერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაევალა ბიუჯეტის 20%-ით შემცირება გასული წლის დონესთან შედარებით. ისინი ამ მიზნის მიღწევას როგორც თანამშრომლების გათავისუფლებით, ასევე ხარჯების შემცირებით გეგმავენ.

Disney-ის ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ჯოშ დ’ამარო გეგმავს, რომ დანაზოგი გამოიყენოს ფილმებისა და ტელევიზიისთვის, ასევე თემატური პარკებისა და საკრუიზო ხაზებისთვის კონტენტის შესაქმნელად, – ამბობენ წყაროები.

ვრცლად interfax – ზე