„ძვირფასო მგზავრებო, გახსოვდეთ, რომ სერტიფიცირებული ავტოსადგურების გვერდის ავლით, საქალაქთაშორისო მგზავრობის მიზნით ტრანსპორტში ჩაჯდომა დიდი რისკია“ – ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში წერს.
„მძღოლები, რომლებიც სერტიფიცირებული ავტოსადგურის გვერდის ავლით მუშაობენ, ვერ სარგებლობენ ავტოსადგურის კლასის შესაბამისი სერვისებით და მომსახურებით, რითაც საფრთხეს უქმნიან თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მგზავრობა სერტიფიცირებული ავტოსადგურებიდან გულისხმობს
● მგზავრობას ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით;
● ნებართვის მქონე და სამედიცინო შემოწმება გავლილი მძღოლის სერვისს.
გახსოვდეთ: სერტიფიცირებული ავტოსადგურის არჩევისას, ზრდით მოთხოვნას უსაფრთხოებაზე და ხელს უწყობთ უკეთესი სტანდარტის დანერგვას.
იმგზავრეთ მშვიდად და დაცულად!“ – წერს სააგენტო.