მალტაზე ტურისტული გადასახადი გაიზრდება: ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა გადასახადი 1,50 ევროდან 8 ევრომდე გაზარდოს ღამეში. მოკლე ვადით გაქირავებულ ბინებზე ფასი იქნება 10 ევრო. მაქსიმალური საფასური 64 ევროთი შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურებს ხანგრძლივი ყოფნისთვის ამ თანხაზე მეტის გადახდა არ მოეთხოვებათ. თუმცა, ეს ტარიფი მხოლოდ კოლექტიურ საცხოვრებლებზე ვრცელდება - როგორც წესი, სასტუმროებზე, ჰოსტელებსა და საოჯახო სასტუმროებზე.
short-let accommodation–ის ლიცენზიით გაცემული საცხოვრებელზე მაქსიმალური საფასური 80 ევრო იქნება.
გადასახადის გადახდა მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ტურისტებს მოეთხოვებათ.
ქვეყანა ასევე შემოიღებს 10 ევროს ოდენობის გადასახადს მალტაში ჩამოსული და იმავე გემზე დაბრუნებული საკრუიზო გემის მგზავრებისთვის. მალტაში კრუიზის დაწყების შემთხვევაში, მგზავრები თავისუფლდებიან ამ საფასურისგან. კომინოს კუნძულის მონახულებაზე, მათ შორის ლურჯი ლაგუნის მონახულების შემთხვევაში, დამატებით 5 ევროს ოდენობის გადასახადი დაწესდება.
ცვლილებები საზღვაო მოგზაურობაზეც იმოქმედებს. ტურისტებისთვის Gozo Fast Ferry-ით მგზავრობის საფასური 3 ევროთი გაიზრდება.