26-27 ნოემბერს, თბილისში, Expo Georgia-ში, უკვე მესამედ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF2026 გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს.
GEEF2026 საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და Expo Georgia-ს ერთობლივი პროექტია და აერთიანებს ორდღიან ფორუმსა და საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენას. ფორუმის პროგრამა ორივე დღეს 10:30-დან 14:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო საერთაშორისო გამოფენა - 10:30-დან 17:00 საათამდე.
წლევანდელი ფორუმის მთავარი მიმართულება საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებაა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ოთხი თემატური პანელი, სადაც განხილული იქნება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, საინვესტიციო გარემო და ახალი ენერგეტიკული პროექტების განვითარება, განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა, ენერგიის შენახვის სისტემები და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაცია.
Expo Georgia-ს სივრცეში გაიმართება 2-დღიანი საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა, სადაც ქართული და საერთაშორისო კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ საქმიანობას, პროდუქტებს, ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს. გამოფენა ქმნის შესაძლებლობას უშუალო ბიზნესშეხვედრებისთვის, ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად.
„GEEF-ის ფორმატის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ფორუმისა და გამოფენის ერთ სივრცეში გაერთიანებაა. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ გაეცნონ სექტორში მიმდინარე პროცესებსა და დისკუსიებს, არამედ უშუალოდ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობა, პროდუქცია და შექმნან ახალი ბიზნესკავშირები. ჩვენი მიზანია, GEEF ყოველწლიურად კიდევ უფრო საინტერესო პლატფორმა გახდეს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის,“ - აცხადებს Expo Georgia-ს გენერალური დირექტორი რესან ქიქავა.
„GEEF-ის მთავარი ღირებულება ჩვენთვის ისაა, რომ ერთ სივრცეში იკრიბებიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. წელს გვინდა, ენერგეტიკას ერთიანი სისტემის პერსპექტივიდან შევხედოთ - ვისაუბროთ არა მხოლოდ ახალი გენერაციის განვითარებაზე, არამედ იმაზეც, რა სჭირდება ქვეყანას საიმედო და მდგრადი ენერგოსისტემისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რეალური დისკუსიის სივრცე, სადაც სხვადასხვა მხარე საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას ერთმანეთს გაუზიარებს,“ - აცხადებს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
GEEF-ის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მონაწილეს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერება და ახალი თანამშრომლობებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ფორუმისა და გამოფენის ერთიანი ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში განიხილონ სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, გაეცნონ ახალ შესაძლებლობებს და დაამყარონ პროფესიული და ბიზნესკავშირები.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით https://shorturl.at/imeG5
GEEF2026-ის წარმდგენია: RC Omza Ozer, გენერალური სპონსორია Photomate Caucasus, სპონსორი - Astorios Georgia,ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები - Luxon Power და Biodiesel.
ორგანიზატორები: Expogeorgia და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA).