იანვარ-ივნისში საქართველოში დაფიქსირდა 2572 საგზაო შემთხვევა, რაც 8 ერთეულით (0.3%-ით) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2580 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზარალებულთა რაოდენობამ 3326 ერთეული შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია წინა წლის პირველ ნახევარზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ შემთხვევებიდან 82 ანუ 3.2% სიმთვრალის შედეგადაა გამოწვეული.
2022 წლის 6 თვესთან შედარებით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14.5%-ით 189 ერთეულამდე შემცირდა.