თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კიდევ ერთხელ მიმართეს ამომრჩეველს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმათა 49.50% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,89%.