საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ხელზე ასაღები საშუალო თვიური ხელფასი 1 890 ლარს შეადგენდა.
სექტორებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა — 4 762 ლარი. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო, სადაც საშუალო ხელფასი 3 433 ლარს შეადგენს. აღნიშნული სექტორი, მათ შორის, კომპიუტერულ და პროგრამულ მომსახურებას მოიცავს.
მაღალი ანაზღაურების მქონე სფეროებს შორის ასევე არის მშენებლობა — 2 531 ლარი, სახელმწიფო მმართველობა — 2 366 ლარი და ტრანსპორტი — 2 007 ლარი.
საქსტატის მონაცემებით, მრეწველობის სექტორში საშუალო ხელფასი 1 706 ლარია, ხელოვნებისა და გართობის სფეროში — 1 675 ლარი, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში — 1 566 ლარი, ხოლო ვაჭრობაში — 1 566 ლარი.
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 1 401 ლარს შეადგენს, დასუფთავების მომსახურებაში — 1 297 ლარს, სოფლის მეურნეობაში — 1 207 ლარს.
ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორშია — 1 139 ლარი. ეს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 751 ლარით ნაკლებია.
ამრიგად, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებს შორის სხვაობა 3 623 ლარს შეადგენდა.