თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდარუღლუ, მოსახლეობას თურქეთის ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად ქცევას დაჰპირდა. მან ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, განსხვავება მასსა და ერდოღანს შორის არის განსხვავება შავსა და თეთრს შორის.
„თურქეთში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს რისკებით ცხოვრების არჩევას. მე ჩემს გზას გავაგრძელებ, რაც არ უნდა გააკეთონ ერდოღანმა და მისმა მოკავშირეებმა. ისინი ვერ გამაჩერებენ, ვერ შემაშინებენ. მე პირობა მივეცი ამ ერს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ჩვენ გვინდა თავისუფალი მედია და სრული სასამართლო დამოუკიდებლობა. ერდოღანი ასე არ ფიქრობს. მას სურს, იყოს უფრო ავტოკრატიული. განსხვავება ჩვენსა და ერდოღანს შორის არის განსხვავება შავსა და თეთრს შორის. ჩვენ მას პენსიაზე გავიყვანთ და კუთხეში გავაგზავნით. ჩუმად უკან დაიხევს. არავის არ უნდა ჰქონდეს ამაზე შეშფოთება“, – განაცხადა ქემალ კილიჩდარუღლუმ.