საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა.
„საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი.
„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა.
დღის განმავლობაშიც დედაქალაქის მასშტაბით, ათზე მეტი საპროტესტო აქტივობა და მარშია დაგეგმილი. პროტესტი პარლამენტთან კი ტრადიციულად 19:00 საათზე არის ჩანიშნული.
25-ე დღეა, რაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგიდან ჩახსნის შესახებ.