მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე, - ამის შესახებ სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.
„ვიტყოდი, რომ აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. ასე რომ, მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ დაასანქციროს „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე. საქართველოს რესპუბლიკა თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლია, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის ფეხქვეშ იყვნენ და მანდ დაბრუნება არ სურთ“, - განაცხადა უიკერმა.