მე აქედან [პრეზიდენტის სასახლიდან] გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები... მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.

პარლამენტის შენობაში ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ყაველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.