საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვევა.  

მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.