გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
ბერბოკი წერს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა და საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის მოსმენისკენ მოუწოდებს.
"ათობით ათასი ადამიანი საქართველოში ევროპის გულს ქუჩებში დაატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა აქვთ აღმართული. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. მთავრობაზეა დამოკიდებული, მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის ხმას", - წერს ანალენა ბერბოკი.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.