რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ გიორგი გახარიას მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და ამაზე სახელმწიფო უწყებები ზრუნავენ“.

„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.