ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას გამოეხმაურა.

"რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს," - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კირბალთან, საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 - გაიტაცეს.