პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს გიორგი ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ და 76 ხმით მიიღო.

დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

„მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას მის ახალ ასპარეზზე“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.