პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით რეგულირდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან, რისკის მთავარ ოფიცერთან და რისკების კონტროლის დეპარტამენტთან, აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის უფლებასთან, საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ღია ფონდის ინსტრუმენტში პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტი დაარეგულირებს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა: საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნა და გაცემა, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღება, დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა.
კანონპროექტი შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება.