4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64 ოლქიდან 26-ში "ოცნებამ" 100%-ით, უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

ცესკოს მონაცემები ასეთია:

აჭარა

  • ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე;
  • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე 88.3%;
  • შუახევი – ომარ ტაკიძე 90.3%;
  • ქედა – მამუკა თურმანიძე 91.1%;
  • ხულო – ვახტანგ ბერიძე 86.5%;
  • ბათუმი – გიორგი ცინცაძე 80.6%.

გურია:

  • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი 88.4%;
  • ოზურგეთი – პაატა კუნჭულია 90.7%;
  • ჩოხატაური – მინდია ჟღერია 90.6%.

სამეგრელო-ზემო სვანეთში:

  • ფოთი – ბექა ვაჭარაძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ხობი – დავით ბუკია 88.1%;
  • სენაკი – ვახტანგ გადელია 85.1%;
  • აბაშა – გიგა გაბელაიამ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ზუგდიდი – დათო კოდუა 88.3%;
  • ჩხოროწყუ – ჯუმბერ იზორია 86.5%;
  • მარტვილი – გიორგი ნაჭყებიამ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • წალენჯიხა – გუბა საჯაია 75%.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში:

  • ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ლენტეხი – გიორგი გაზდელიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ონი – დავით ლობჟანიძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა.

იმერეთში:

  • ქუთაისი – დავით ერემეიშვილი 85.6%;
  • საჩხერე – ლევან ივანაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ჭიათურა – გივი მოდებაძე 89.5%;
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი 84.3%;
  • თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე 94.5%;
  • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • სამტრედია – დავით ბახტაძე 92.3%;
  • ხონი – ლადო ჯურხაძე - 94.4%;
  • წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე 92.3%;
  • ბაღდათი – ნოდარ გიორგიძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშიძე 89.5%;
  • ტყიბული – დავით კუბლაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;

სამცხე-ჯავახეთში:

  • ადიგენი – გოჩა ქიმაძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ნინოწმინდა – ანივარდ მასოიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ახალციხე – ვარლამ წიკლაურმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ბორჯომი – მამუკა გელაშვილი 90.4%.

შიდა ქართლში:

  • გორი – კონსტანტინე ბუზალაძე 87%;
  • ქარელი – ზაზა გულიაშვილი 92.2%;
  • კასპი – ვახტანგ მაისურაძე 92.3%;
  • ხაშური – პაატა ჩადუნელი 77.5%.

მცხეთა-მთიანეთში:

  • მცხეთა – გოგი აბუაშვილი 90.1%;
  • თიანეთი – ლევან წიკლაურმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • დუშეთი – კახაბერ ჩიტაური 89.3%;
  • ყაზბეგი – კობა გელაძე 94%.

ქვემო ქართლში:

  • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე 91.9%;
  • გარდაბანი – დავით კარგარეთერმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • დმანისი – კობა მურადაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • წალკა – ილია საბაძემ უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • მარნეული – დაური ისმაილოვი 91.3%;
  • თეთრიწყარო – მიხეილ აფციაურმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ბოლნისი – ზამური ჭითანავა 96.6%;

კახეთში:

  • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური 90.9%;
  • გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი 96.1%;
  • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი 92.92%;
  • ყვარელი – ილია მზექალაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • საგარეჯო – ვახტანგ ქაგუტაშვილმა უკონკურენტოდ 100%-ით გაიმარჯვა;
  • თელავი – ვაჟა მაღრაძე 91.5%.

რაც შეეხება აქტივობას, თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩევლის აქტივობა 2021 წელთან და 2017 წელთან შედარებით, დაბალი იყო და ასე გამოიყურებოდა:

  • თბილისი: 2025 - 31.08%, 2021 - 49.1%, 2017 - 43.4%;
  • ქუთაისი: 2025 - 32.51%, 2021 - 44.53%, 2017 - 35.36%;
  • რუსთავი: 2025 - 35.93%, 2021 - 48.7%, 2017 - 38.66%;
  • ბათუმი: 2025 - 38.05%, 2021 - 52.36%, 2017 - 36.37%;
  • ფოთი: 2025 - 39.64%, 2021 - 52.01%, 2017 - 45.06%.