ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ იონას გარ სტიორეს ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, სტიორეს პარტიამ ხმების 28% მიიღო.

ლეიბორისტული პარტია კიდევ ოთხ კოალიციურ პარტიასთან ერთად 169-წევრიან პარლამენტში 87 მანდატს მიიღებს.

მეორე ადგილზე 82 მანდატით მემარჯვენე პარტია გავიდა. უმცირესობით მოხვდა პარლამენტში ყოფილი პრემიერმინისტრის, ერნა სოლბერგის კონსერვატიული პარტია.

სტიორეს მთავრობამ აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას. მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია უკრაინისთვის $8 მილიარდის ოდენობის სამხედრო პაკეტის გადაცემას გეგმავს.