მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სანქციების ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს აშშ და მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირზე.

„მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომელზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე.

ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.