მოპარული არჩევნები, ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი - სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში.

სალომე ზურაბიშვილი შუაგული ევროპიდან ამბობს, რომ სწორედ ეს სამი მოთხოვნა აქვს ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს საქართველოში და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქუჩაში გასულებს რევოლუციური სცენარი არ აქვს.ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ რომ ამის მოთხოვნა არ არსებობს - ამბობს ზურაბიშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ "მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა"

მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ უნდა მოძრაობა"- ამბობს ზურაბიშვილი, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

პრეზიდენტმა ისაუბრა დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესუსრის ბოროტად გამოყენებაზე და იმ რუსულ პროპაგანდაზეც, რასაც მმართველი უნფი არჩევნებამდე მიმართავდა. 

„დაშინება, ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება, პროპაგანდა რუსული სტილით, რაც გამოიხატებოდა იმ პალაკატებით, რაც იხილეთ, სადაც გამოსახული იყო დანგრეული ეკლესია, მეორე მხარეს აყვავებული საქართველო, ამან შოკში ჩააგდო საზოგადოება, ამ პლაკატებს რუსული კვალი ეტყობოდა. 

ე.გ წოდებული შავი ფული იყო გამოყენებული დიდი რაოდენობით, ექვსასი მილიონი ლარი, რაც ორას მილიონ დოლარს უდრის იყო ოქტომბრის თვეს დახარჯული. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, მე მაგალითად ვიხილე ძალადობა, რომელიც  სხვადასხვა უბნებზე ხორციელდებოდა და დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ ვერ დაუვუკავშირდი“.

tvpirveli.ge