საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე სალიას 4 მოადგილე ჰყავს: ლაშა მაღრაძე, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და მერაბ ტურავა.
ტურავა 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო 2020 წელს კი, თავმჯდომარედ აირჩიეს.
შეგახსენებთ, მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება 30 მარტს ამოეწურა. ის პარლამენტის მიერ იყო დანიშნული.