ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა, არამედ მისმა ერთ-ერთმა ორეულმა იმოგზაურა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ირწმუნება. როგორც დანილოვმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, ნამდვილი პუტინი „შეშინებული ადამიანია“, ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის მსგავს რისკზე არ წავა.
„ჯერ ერთი, არავითარი პუტინი იქ არ ყოფილა. ეს ჭეშმარიტად ცნობილი რამაა. ნამდვილ პუტინთან რომ იურთიერთო, მინიმუმ 10-14 დღე უნდა გაატარო კარანტინში. იქ პუტინი იქ არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი ორეული, რომელიც უკვე მას არაერთი ჰყავს - ესეც უკვე ცნობილია ამბავია.“ - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ნამდვილ პუტინთან კონტაქტი ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა. მისი თქმით, რა უნდა ითქვას ექსპრომტ მოგზაურობებზე, როდესაც უცხოელი სტუმრებს მაგიდასთან რუსი დიქტატორისგან შორს სვამენ.
"ეს არის ზუსტად საპირისპირო ჩვენი პრეზიდენტისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს ეწვიოს ფრონტის ხაზს, იყოს უშუალოდ ჩვენს სამხედროებთან. ეს არის ჩვენი განსხვავება. განსხვავება ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავის შეეშინდება", - აღნიშნა დანილოვმა.