ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი ეუთოს წევრი 38 სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიმართ ვენის მექანიზმის ამოქმედებას აკომენტარებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო საზოგადოების დასმული კითხვებს პასუხი გასცეს.

"გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რათა საქართველოში მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიის შესახებ ღრმა შეშფოთება გამოეხატა. ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული უნდა იყოს.

ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მექანიზმის ამოქმედებით დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს". - წერს ველდკამპი.

20 დეკემბერს ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ ვენის მექანიზმი აამოქმედა. ვენის მექანიზმი  ადამიანის უფლებების კუთხით ინფორმაციისა და კითხვების გაცვლის საშუალებას იძლევა. 

წყარო: ტაბულა