Georgian Airways რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, ამის შესახებ RTVI-ს ავიაკომპანია Georgian Airways დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პორტალი ავრცელებს.
ფრენები დაგეგმილია ხუთ ქალაქში: ვენაში, ლარნაკაში, მილანში, პარიზსა და სალონიკში. კომპანია ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს.
„ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, - აცხადებს გაიაშვილი.
მისი თქმით, Georgian Airways-ი ელოდება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 2019 წლის აგვისტოში შეწყვიტა. მიმდინარე წლის 15 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებს კი სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები დაიწყო რუსულმა ავიაკომპანიებმა - Azimuth-მა და Red Wings-მა და ქართულმა Georgian Airways-მა.