საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ:
გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე:
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება.“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ პუტინის განკარგულება ძალაში დღეიდან შედის. საქართველოში ფრენების განახლების სურვილი უკვე რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.