ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, ევროპის თემაზე გამოცხადებული ფოტო-კონკურსიდან „მე ვხედავ ევროპას“ მოხსნა 7-8 მარტის პროტესტის ამსახველი ფოტო - წყლის ჭავლის პირდაპირ მდგარი ქალი ევროკავშირის დროშით. როგორც ფოტოს ავტორი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, მიზეზად დასახელდა ის, რომ ფოტომ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

7-8 მარტს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას  აპროტესტებდნენ  და მის გაწვევას ითხოვდნენ. ფოტოც აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლისას არის გადაღებული.

აღნიშნული ფოტო  გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო მედიებში, როგორიცაა CNN, The Telegraph, BBC, The Guardian, POLITICO, Euronews, The New York Times, NBC, Bloomberg და ა.შ.

ფოტოს გამოეხმაურა არაერთი ევროპელი ლიდერი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირია, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის ლევან კობიაშვილის მეუღლეა.