ევროპის დრო წავიდა. ის სუსტი, უშნო და უსარგებლოა, - წერს სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.
„ფრიგიდული, ბებერი, შინაბერა ევროპა ეჭვიანობისა და მრისხანებისგან გადაირია. ის არ გააფრთხილეს პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ და მას არ შეუთანხმეს როგორც შინაარსი, ისე შემდგომი განცხადებები. ეს ცხადყოფს ევროპის რეალურ როლს და მის შანსებს „ააგდოს ქმარი“. არაფერია გასაკვირი, ევროპის დრო წავიდა. ის სუსტი, უშნო და უსარგებლოა“, - წერს მედვედევი.