ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროკავშირის დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ახალი თანამდებობის დაკავებიდან პირველი ვიზიტის გზავნილს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს: "ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“.