დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გვესმის სიტყვები, რომლებიც ბერლინიდან მოდის - დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, გერმანია კოლექტიური დასავლეთის იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც პუტინთან კონტაქტებს სრულად გამორიცხავდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პოზიცია არაპერსპექტიული იყო“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ოლაფ შოლცის მზადყოფნა არის „ის, რაც შეიძლება მისასალმებელი იყოს“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის მზად არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის ზურგს უკან არ მოხდება.